დღე 21) გასა – ტატოპანი (1190 მ.)

დილის მზის სხივი ჩემს დაბურულ სარკმელს დაეშვა, 
სიცოცხლის წყურვილს დღეს ვეღარსად დავემალები,
აფეთქებული ატმის ტოტი მიხმობს ნამყენად, 
ცას სიყვარულის მოჰფენია ცისარტყელები,
უცებ დამცხრალა სულში ცეცხლის შეურაცხება,
მკვდრეთით აღმსდგარა ვეღარ აკრთობს გველის სიგესლე,
აბიბინებულ გაზაფხულის სურნელებს ზეცად,
გულს სიბრალულით სავსე ნება ამოიკვნესებს,

და თუ ოდესმე შენი ნამი კვლავ დამეღვენთა, ვერას ვინატრებ, არას ვინანებ, ბედს ვანდობ ნებას...

შვებაა გოგირდის წყლები დამქანცველი ლაშქრობის შემდეგ და ასე მთავრდება ანაპურნას ქედებზე საკუთარი თავის უკეთესად გაცნობა. 
 
აქედან ყველა ავტობუსით მიდის ბენი-ში, იქედან მეორე ავტობუსით პოხარა-ში, სადაც განცდილის მონელებისა და გაცნობიერების დრო დგება.

ცნობიერების ევოლუცია არ არის სწრაფი პროცესი, მაგრამ თუ დაიწყო წინ ვეღარაფერი აღუდგება. მხოლოდ ძლიერ ნებას ძალუძს უყვარდეს, იყოს თავისუფალი და გაახილოს ჭეშმარიტი თვალი, მხოლოდ ძლიერმა ცნობიერებამ იცის საკუთარი არსის მარადიული ბუნება.

მთელი დღე გოგირდის წყლებში გავატარე და სიმართლე გითხრათ ცოტა ზედმეტიც მომივიდა, შემდეგ ვივახშმე, მარიჰუანა მოვწიე და დასაძინებლად მოვემზადე, მაგრამ გული უცებ შეიკუნშა და მესამე თვალში ფერადი მანდალა გამოჩნდა. 
 
მივხვდი რომ სხეულის მიტოვება იყო შესაძლებელი, მხოლოდ მინდობა უნდოდა, მაგრამ 'ღმერთო ეხლა არა მეთქი' წამომცდა, გულმა ამოისუნთქა და მუცელში სითბო დაგროვდა...