მთვარის სიმკაცრე ღუღუნებს მკერდში, კოსმიურ სივრცეს დაუკრავს ნანა,
უდრტვინველ სარკმელს ბულბულის სტვენით, დაუდევს ბინა ოცნების დარაბს,
ხეს ცრემლი ცვივა მზე არას ელის, მე ისევ მცივა მე ისევ ველი,
ველი ოცნების კარის გაღებას და ეს ოცნება თვალს ახელს ჩემში
როგორც ღიმილი და უკვდავება...
კიდევ ერთი ღამე ნავალი-ში, იმ მთაზე მინდა ავიდე შუასაუკუნეების სალოცავით რომ გადმოჰყურებს სოფელს და იქვე პატარა გამოქვაბულიაო ამბობენ მაძიებელი სულების განსამარტოვებლად.
როდესაც არაცნობიერი განცდა იღვიძებს და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული პერსონა ძალას კარგავს, ადამიანი ვეღარ უმკლავდება ენერგეტიკულ ნაკადს და განდეგილობის სურვილი უჩნდება. არსის გაღვიძება განსაცდელში გვაგდებს, მაგრამ თუ არ გაიხსნა ჭრილობა ვერ მოშუშდება.
თუ ცნობიერების ევოლუცია ცხოველური არსის გაკეთილშობილებაა, მით უფრო ცივილურია ადამიანი რაც უფრო ჰარმონიაში მოდის არაცნობიერთან.
ცივილურობა განათლებას გულისხმობს, მაგრამ განათლება ორნაირი შეიძლება იყოს _ სწავლა და გამოცდილება. განათლებულია ადამიანი როდესაც ნასწავლს გამოცდილებით ადასტურებს, მაგრამ ხისტი პერსონა უარყობს განსაცდელს და რწმენით ცდილობს თავის გამართლებას.
პერსონა სწავლობს, განცდას გამოცდა ძალუძს, მაგრამ იმდენად რამდენადაც არ არსებობს ცნობიერება განცდის გარეშე სწავლა განსაცდელს უარყოფს. რაც უფრო ძლიერია "განათლებული პერსონა", მით უფრო ველურია არაცნობიერი განცდა და ნაკლებად ცივილური არსება.
თუ ცნობიერების ევოლუცია ცხოველური არსის გაკეთილშობილებაა, მით უფრო ცივილურია ადამიანი რაც უფრო ჰარმონიაში მოდის არაცნობიერთან.ცივილურობა განათლებას გულისხმობს, მაგრამ განათლება ორნაირი შეიძლება იყოს _ სწავლა და გამოცდილება. განათლებულია ადამიანი როდესაც ნასწავლს გამოცდილებით ადასტურებს, მაგრამ ხისტი პერსონა უარყობს განსაცდელს და რწმენით ცდილობს თავის გამართლებას.
პერსონა სწავლობს, განცდას გამოცდა ძალუძს, მაგრამ იმდენად რამდენადაც არ არსებობს ცნობიერება განცდის გარეშე სწავლა განსაცდელს უარყოფს. რაც უფრო ძლიერია "განათლებული პერსონა", მით უფრო ველურია არაცნობიერი განცდა და ნაკლებად ცივილური არსება.
"განათლებული პერსონა" სწავლით განსაცდელს უარყობს, მაგრამ ასე სულს კარგავს და ვერ ხვდება რომ უაზროდ. ასეთ ადამიანს თავიც კი მოაქვს და უფლებას აძლევს სხვებს მორალი უკარნახოს, მაგრამ მარტო დარჩენა მონად აქცევს და ცრემლსაც ადენს სამწუხაროდ.
შეუძლებელია სულიერი სამყაროს ახსნა-განმარტება, პერსონას შეგიძლია ასწავლო ისტორია, მათემატიკა, ასტროლოგია თუ რელიგია, მაგრამ ცოდნას გამოცდილება ჭირდება. არაცნობიერად განცდილში თვლემს სულის სინათლე და ცნობიერების დაბრუნებას ელის განსაწმენდად.
ნუ გეშინია განსაცდელის რამეთუ მარადიულია ცნობიერება, მხოლოდ განცდები იცვლიან მასში სახეს, განმცდელი იგივე რჩება, თვით სიკვდილიც კი რომელიც ასე გვაშინებს მხოლოდ გამოცდილებაა მისთვის და ვინც იცის იგი სიცოცხლით ტკბება.
ნუ გეშინია განსაცდელის რამეთუ მარადიულია ცნობიერება, მხოლოდ განცდები იცვლიან მასში სახეს, განმცდელი იგივე რჩება, თვით სიკვდილიც კი რომელიც ასე გვაშინებს მხოლოდ გამოცდილებაა მისთვის და ვინც იცის იგი სიცოცხლით ტკბება.
ანაპურნას
ცივი ნიავი ათრთობს და აშრობს
ასწლოვან ხეებს, სალოცავების
დუმილი საუკუნეების ამბებს
ყვება და იფიქრებ თუ როგორ
მოიქცეოდი რომ შეგეძლოს ნების
ძალით მიატოვო ეს საყვარელი
პლანეტა _ უკან არ მოიხედავდი?
ეჭვი მეპარება...