ცხოვრებამ ისე მწარედ მამცირა, როგორც სინდისი აწუხებს ვნებას,
სახეზე მცვივა ცრემლები ცხელი, გულის არევა არ არის ძნელი...
სიყვარულია ვნება, მაგრამ სუსტია ნება...
მზიანი დილა
ანაპურნას მოწმენდილ ცაზე
და კიდევ ერთი ღამით მინდა
ტიმონგ-ში დავრჩე. რატომაც
არა, ამაზე კარგ ადგილს სად
ნახავ, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე
ცხოვრება არ იქნება ადვილი
საქმე.
ტურისტები მოვდივართ,
ვნახულობთ, სიამუნებას ვღებულობთ
და გზას ვაგრძელებთ, მაგრამ
როდესაც ყოველდღე ერთი და
იგივეს ხედავ, როგორი ლამაზიც
არ უნდა იყოს ეჩვევი და გბეზრდება.
რა არის პერსონა?
სინათლის მახვილი ორად ჭრის შავ გველს, არაცნობიერი გონებით საკუთარი განცდის-ცნობიერების პოლარიზაციას ახდენს და აქვს ორი სახე _ ერთი სიბნელეა მისივე, მეორე განხორციელება.
არაცნობიერ განცდას და მის რეინკარნაციას ერთი ცნობიერება აქვთ, მაგრამ ადამიანი ცხადზე პერსონას ქმნის და საკუთარ თავს უპირისპირდება. ასედ წოდებული "განათლებული" ადამიანი არაცნობიერს უარყობს, მაგრამ სწორედ რომ მასში იმალება არსის გამაერთიანებელი საშუალება. ამიტომ თუ გინდა სინათლის მახვილი მართო ცხადის პერსონა და არაცნობიერი განცდა უნდა გაამთლიანო.
პერსონა ბუფერის როლს ასრულებს და გენდერულ იდენტობას იცავს, მაგრამ მეორედ დაბადებას ვერ უძლებს და ადამიანი განსაცდელში ვარდება. არაცნობიერი-განცდის გაღვიძება ნატალურ მოცემულობას აბრუნებს და ბავშვივით დაუცველს ხდის ზრდასრულს, მაგრამ თუ არ გააღვიძე შეუძლებელია ევოლუცინირება.
რაც უფრო ძლიერდება არაცნობიერი განცდის ცნობის უნარი, მით უფრო სუსტდება ხისტი პერსონა, სანამ მდინარის ორ ნაპირს შორის ხიდი არ გაიდება.
მხოლოდ შავი გველის, საკუთარი არაცნობიერი განდის მიღებითა და ეგო-ს დამორჩილებით მიიღწევა ერთიანი სხეულის ორი ნახევრის ჰარმონიზაცია, სინათლის მახვილის იდენთიფიკაცია და ჭეშმარიტი იდენტობის აღდგენა.
სანამ არ იცი ვინ ხარ ცდილობ თავის დაღწევას, მაგრამ თუ ეგო-ს მართავ, გარე სამყაროსთანაც იწყებ თამაშს სანამ არ მოგბეზრდება.
მზე ნელ-ნელა მოეფარა მთებს და სუსხიანმა ქარმაც წამოუბერა, მანალსუ ღრუბლებს არ იკარებს, მხოლოდ ფერს იცვლის _ ვარდი, ფორთოხალი, ყაყაჩო, ია და ბოლოს "ოქროს-ფრთება."