ვიცი რო მელი, მაგრამ ჯერ ისევ შიში მაქვს გველის,
ჯერ ისევ ლტოლვით გამირბის თვალი,
ჯერ ისევ გული ვერ არის მთელი, წყალს მიაქვს ნავი...
პისანგი-დან ნავალი-მდე ლაშქრობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ სანახაობებით დახუნძლული და მისტიური.
ჯერ ბუთღუზა
გირჩებით სავსე ნაძვის ტყეს
გაივლი მწვანე ტბის თავზე.
შემდეგ ციცაბო მთას აუყვები
და ნათალი ქვით ნაშენები
სოფლის ფონზე ჩვენს შატილს
რო მაგონებს, ანაპურნას ხიბლით დათვრები.
ჩვენ ერთმანეთის ემოციებს განვიცდით და განცდებზე ვემოცირებთ, რასაც გავცემთ იმას ვიღებთ და რაც უფრო სუსტია ერთიანი არსის ცნობის უნარი, მით უფრო ველური პარტნიორი გვხვდება.
არაცნობიერი რეფლექციის მიზეზი ცნობიერების სისუსტეა, მაგრამ რეფლექციის ობიექტსაც აქვს საკუთარი ცნობიერება. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის დისჰარმონიას მანამ ვირეკლავთ და ვაძლიერებთ, სანამ ვერ შევძლებთ არსის ჰარმონიაში მოყვანას და აწმყოში არსებობის ბედნიერებას.
საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა სხვა არაფერია თუ არა შინაგანი დისჰარმონიის გარე სამყაროს საშუალებით აღდგენის სურვილი და მუდმივი კვება ჭირდება. გარე განცდა მატერიალიზაციაა კაცის ცნობიერების სისუსტის და გარე ემოცია ქალის, სანამ არსის ორი ფუნქცია ერთიან გულად არ დაიწყებს ფეთქვას.
მზე-მ გვიან
იცის მთაში ჩამოსვლა, სულ
რამოდენიმე საათით აცხუნებს
სოფელს, ათბობს გათოშილ სხეულებს
და ანაპურნას ეფარება. საღამოს
მოდიან მოლაშქრეები, გარიჟრაჟზე
გზას აგრძელებენ და თითქოს
უკაცრიელს ტოვებენ სოფლებს,
ამიტომაც მიყვარს-ხოლმე მეორე
დღეს დარჩენა.