ვაი რომ ვეღარ ახერხებს სულს შეებრძოლოს უხეში,
ხელის გულზეა გაშლილი უცებ მორჩილად ქცეული,
ურჩი ნიანგის აჩრდილი პირქვე აგდია წყეული...
ადამისა და ევას ერთი ცნობიერება აქვთ, ამიტომ როდესაც ევას გველი შეაცდენს კეთილისა და ბოროტის გამოსაცდელად, ადამი საკუთარი თავის ცნობის უნარს კარგავს, მაგრამ განიცდის რაღაც ახალს ისევე, როგორც სხეული იძინებს ღამით, მაგრამ იცის რომ გაეღვიძება.ცნობიერების ერთი ნახევარი ადამისთან რჩება, მეორე ევას ქვეშ ყვება და მანამ ახდენს რეინკარნაციას სანამ ადამის თვალი არ გაიღვიძებს და დაიწყებს გაძლიერებას.
როდესაც იხსნება ცნობიერების თვალი, ადამისა და ევას შორის კავშირი მყარდება. ერთი მამის, სინათლისა და ცხადის სიმბოლოა ჩვენში, მეორე დედის, სიბნელისა და სიზმარის, რაც უფრო ძლიერია განცდის დომინაცია მით უფრო ხისტია ადამის რეინკარნაცია.
ევას დაბრუნების გარეშე ადამი ვერ გაიღვიძებ, მაგრამ რა არის განცდის დაცემის მიზეზი, ადამის სურვილი განიცადოს რაღაც მარადიულობის გარდა, თუ ცნობიერების სისუსტე ვერ უძლებს სამოთხის ბაღის ნეტარებას?
თუ გინდა გაახილო გონების თვალი, რაციონალურმა კაცმა ინსტინქტური ქალი უნდა იცნოს, მიიღოს და დაიბრუნოს ცნობიერების ძალით, მაგრამ არც ერთი და არც მეორეა ჭეშმარიტება.
ორივე "მე" ვარ, სინგულარული ცნობიერების მარადიულობა კაცისა და ქალის ანიჰილაციით იბადება, ქვემოდან ვერაფერს შეცვლი, ადამის ნერვული სისტემის გაძლიერებით ხდება ევას სამოთხის ბაღში დაბრუნება.
რომ არ დამეხუჭა გონების თვალი ხომ ვერ გამოვცდიდი ამ საოცარ პლანეტას, არ მეცოდინებოდა თავისუფლების ფასი და არც უკვდავება, რომ არ დამეხუჭა მარადიული თვალი ხომ არ მომინდებოდა ასე მწარედ მისი გახელა.