ერთ დროს მორევის ბინძური წყალი, დღეს სულში ღვივის ცისფერი ალით,
დღეს მე მაქვს სული, იღიმის გული, დღეს სიყვარულის ნორჩი ყვავილი
ანათებს ზეცას და გაზაფხულის ნაზი სურნელი სიცოცხლეს თესავს...
ჩემი ყოფილხარ ყოველთვის მუდამ, გაღვიძებული ცრემლსაც კი მადენ...
დღეს მე მაქვს სული, იღიმის გული, დღეს სიყვარულის ნორჩი ყვავილი
ანათებს ზეცას და გაზაფხულის ნაზი სურნელი სიცოცხლეს თესავს...
ჩემი ყოფილხარ ყოველთვის მუდამ, გაღვიძებული ცრემლსაც კი მადენ...
იაკ ხარკადან დილით ადრე გამოვედი და შუადღის პირველ საათზე პედიში ვარ. რამოდენიმე სპარტანული თავშესაფრით, სუსხიანი ქარით და აქ თითქოს დროც უფრო ნელა გადის.
ხვალ გათენებამდე უნდა დავიწყო ლაშქრობა მზი-ს ამოსვლას რომ უღელტეხილზე შევხვდე და იმედია საღამოს მუკთინათში ჩავალ.
ყველაზე დიდი შეცდომა არაცნობიერი-განცდის უარყოფაა, რამეთუ სწორედ მისი საშუალებით ხდება როგორც მოწიერი ყოფის განცდა ისევე გონების თვალის გახელა, მაგრამ ეს პროცესი ევოლუციას უფრო გავს ვიდრე ნებიერ არჩევანს.
ადამიანი უარყობს განსაცდელს სანამ ემოციას ვერ უმკლავდება, მაგრამ რაც უფრო ძლიერდება ადამის თვალი მით უფრო ჰარმონიაში მოდის არსი სანამ კაცი და ქალი ერთიან გულად არ დაიწყებს ფეთქვას.
გასხივოსნება წამიერი გაღვიძებაა ადამის როდესაც განცდას იბრუნებს და ხვდება მავანი რომ თურმე თვითონვე ყოფილა ადამი, მაგრამ უმალვე ეცემა ევა და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში გადადის.
საღამოს ხუთი საათია, არც დღის განმავლობაში ქონია მზე-ს დიდი ძალა, მაგრამ ეხლა ისე ბჟუტავს შეგეცოდება. ყინავს, მაგრამ ჩვენი სასტუმროს ღუმელი ისე ბრიალებს ცოტა არ მოგეჩვენება.
ჩემს გვერდით დაქანცული წყვილი საუზმობს, გოგოს ცხვირ-პირი და ყურის ბიბილოები აქვს გაყინული, საყვარელ თითებს ღუმელთან ითბობს და დაღლილი თვალებით ფანჯარაში იყურება. ბიჭი მორცხვად სვამს რძიან ჩაის და ალბად ისიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს ჯერ ისევ გარიჟრაჟზე რომ მოგვიწევს უჰაერო უღელტეხილის გადაკვეთა.
