თითქოს ციცაბო ქედები არასოდეს დამთავრდება, სველი ნასკები თუ დროზე არ გამოიცვალე მაზოლები არ აგცდება, კუნთები თავისით ხტიან და სხეულიც აღარ გემორჩილება. სამაგიეროდ მუქთინათ-ში ჩასულ მოგზაურს ვიშნუ-ს შუასაუკუნეების ტაძარი ელოდება, ბუდისტებისა და ინდუისტების წმინდა სალოცავი ‘სულის განთავისუფლების ადგილად’ ითარგმნება.
თუ კაცის ნერვული სისტემის დონე განსაღვრავს ქალის ვიბრაციულ სიხშირეს, რაც უფრო სუსტია იგი, მით უფრო ბნელია მაგნეტური ველი და ველურია გონება. ქალის სიბნელე კაცის ცნობიერების სისუსტეა, მაგრამ რაც უფრო ძლიერდება იგი მით უფრო ცნობს საკუთარ თავს გარე სამყაროს წინაშე. ქალის ცნობიერების ევოლუცია აკეთილშობილებს კაცს, ხოლო ასედ წოდებული გასხივოსნება, სიყვარულის ჭეშმარიტ ბუნებას ავლენს როგორც საკუთარი ემოციის განცდის ბედნიერებას.
მძინარე ადამი ეგოს თვალით უყურებს გარე სამყაროს და როგორც ვიბრირებს მისი ევა ისეთს ხედავს. როგორც დედა შვილს, არაცნობიერი განცდა მართავს მამის ცნობიერებას, რეინკარნაციას ახდენს და რეფლექციით იცვლის სახეს, სანამ საკუთარ ემოციას ვერ განიცდის და ლტოლვისგან განასხვავებს.
ამასობაში ჩემი ვახშამიც მოიტანეს _ სპაგეტი ტომატის პასტითა და ყველით, ნეპალური ლუდით და მერე კარგი გამოძინება.
