ქარმა მოსტაცა იმ წამს სიყვარულს შავ-ბნელი ღამე ჩადრივით თხელი,
და იყო ასე ვიდექი ერთი თავისუფლება ელავდა მკერდში...
ჩემი საძილე ტომარა ღამის სიცივეებს ძლივს უძლებს, სუსხიანია დილა, წყალიც მათარაში ნახევრად გაყინული მხვდება, მაგრამ ანაპურნას დანახვა უმალ ენერგიით მავსებს და ლაშქრობაც გრძელდება.
რა არის ცნობიერება?
სიტყვა ცნობიერება თვითონვე სცემს პასუხს მის ჭეშმარიტ უნარსა და დანიშნულებას, მაგრამ შეუძლებელია ცნობა განცდის გარეშე. რაც უფრო ძლიერია განცდის-ცნობიერება ემოციის სამართავად, მით უფრო ცნობს საკუთარ არსს გარე სამყაროს წინაშე, ხოლო სუსტი უმალ რეფლექციას ახდენს და ემსგავსება.
"განათლებული" პერსონით ყოველთვის ნახევარი კაცი დარჩები სანამ არაცნობიერ-განცდას არ გააღვიძებ, იცნობ და ჩაეხუტები.
როდესაც იხსნება ცნობიერების თვალი, ცხადის პერსონა არაცნობიერ-განცდას პოულობს საკუთარ თავში და იწყებს ჰარმონიის აღდგენას. რაც უფრო ძლიერდება არაცნობიერი-განცდის ცნობის უნარი, მით უფრო სუსტდება პერსონა სანამ პოლარიზებული სხეულის ორი ნახევარი ჰარმონიაში არ მოვა და ემოციას დაეუფლება.
პოლარიზებული ცნობიერების ჰარმონიზაცია არა მარტო არსის მარადიულობას ამხელს, არამედ თვითონაც იბრუნებს ჭეშმარიტ სეხეს, კოსმიურ "მე" ობას...
მთელი ცხოვრება ვიღაცას ვეძებდი დამნაშავეს საკუთარი იმპოტენციის გასამართლებლად, მაგრამ თურმე გარე სამყარო მხოლოდ საშუალება ყოფილა სულიერი დისჰარმონიის გამოსავლენად.
ჩამე-ში შებინდებისას ამოვედი, მითხრეს აქვე გოგირდის წყლებიაო და როგორცკი სასტუმრო ვიპოვე დასაბანად გავიქეცი. პატარა აუზში სადაც თერმული წყლები გროვდება სამი ინდოელი ბანაობს საპნითა და შამპუნებით. იქვე ტანსაცმელი დევს გასარეცხად, ჩამოდი მაგარი წყალიაო იღიმიან და ვარანასი გამახსენდა. ერთი და იგივე მდინარეში ერთი ბანაობს, მეორე ტანისამოსს რეცხავს, მესამე სვამს და მეოთხე კრემანაციის ფერფლს ატანს, რო უყურო შეიძლება გაგიჟდე როგორ არაფერი ემართებათ.
ეხლავე პირსახოცს მოვიტან-მეთქი უთხარი და ისე გავეცალე ერთი ფიქრიც არ დამცდენია მათზე. ვერ დავიკვეხნი რომ ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რეფლექციას ვახდენ ვემსგავსები, ხოლო თუ ემოციას ვმართავ საკუთარ თავს ვცნობ და მეღიმება.
ყველაზე ძლიერი საზღვარი სულიერი ვიბრაციის არის და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება. ეცადე ემოცია განცდის-ცნობიერებით მართო რამეთუ სწორედ არაცნობიერი ფიქრებით ხდება სულიერი სხეულის პოლარიზება.